Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):

Available in 48 languages
«გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

როდესაც სირთულე მწვავდებოდა და ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სევდა შემოაწვებოდა ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, «დიდებულისა», თავის არსში, თვისებებში და ქმედებებში. «შემწყნარებლისა», რომელიც არ ჩქარობს ცოდვილის დასჯას, არამედ უვადებს მას, შეიძლება მიუტევოს მას მიუხედავად იმისა, რომ მისი დასჯა შეუძლია, და იგია ყოვლისშემძლე, ყოვლადუნაკლო, მას ყველაფერზე ძალა შესწევს. «რ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰის, დიდებული არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი, «არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, და მიწის ღმერთისა», გამჩენი ცების, მიწის და რაც მათ შორისაა, ყველაფრის მეუფე და გამომსწორებელი, და თავის გაჩენილში მოქმედი იმის, რაც სურს და როგორც სურს, «და დიადი არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality