Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

გადმოცემულია მუ'ავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

Available in 66 languages
«გადმოცემულია მუ'ავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის გაგებას ანიჭებს. ჭეშმარიტად, მე მხოლოდ გამანაწილებელი ვარ, ხოლო მბოძებელი ალლაჰია. ეს საზოგადოება არ შეწყვეტს ალლაჰის ბრძანებების მტკიცედ შესრულებას, და მათ არ ავნებენ ისინი, ვინც მათ შეეწინააღმდეგებათ (ასე გაგრძელდება) მანამ, სანამ არ მოვა ალლაჰის განკარგულება».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუმავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვისთვისაც ალლაჰს სიკეთე უნდა უწყალობებს თავისი რელიგიის გაგებას, ყოვლად უნაკლოა ის (ალლაჰი). შუამავალი კი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის გამნაწილებელი, ანაწილებს და არიგებს იმას, რაც უზენაესმა ალლაჰმა მისცა მას: წყალობა, ცოდნა და სხვა. ჭეშმარიტი მბოძებელი ალლაჰია, ხოლო დანარჩენები მხოლოდ შუამავლები არიან, რომლებსაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ მხოლოდ ალლაჰის ნებართვით. ეს საზოგადოება მტკიცედ დაიცავს ალლაჰის ბრძანებებს, და ვერავინ ავნებს მათ, ვინც მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, ვიდრე არ დადგება განკითხვის დღე.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality