ღირსება და ეთიკა
აბდულლაჰ იბნ ხუბაიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
Available in 60 languages
«აბდულლაჰ იბნ ხუბაიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ჩვენ წვიმიან და ბნელ ღამეს გავედით, რათა გვეპოვა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ჩვენთან ერთად ლოცვა შეესრულებინა. როდესაც ვიპოვეთ იგი, მან მითხრა: «თქვი» მე არაფერი ვთქვი. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვი». კვლავ გავჩუმდი. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვი». ვკითხე: რა ვთქვა, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «[სურა] {'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია}, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყოველი ცუდისგან».»Meaning translation ·
Saved at original quality








