Hadith for the World
სისუფთავე

პატარა განბანვა

8 hadiths

8 hadiths

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه مرفوعًا: «إِذَا لَبِسْتُم، وَإِذَا تَوَضَّأتُم، فَابْدَأُوا بَأَيَامِنُكُم».رواه أبو داود واللفظ له، والترمذي وابن ماجه وأحمد
عن أبي هريرة رضي الله عنه قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم : ((إن أمتي يُدْعَون يوم القيامة غُرًّا مُحَجَلِّين من آثار الوُضُوء)). فمن اسْتَطَاع منكم أن يُطِيل غُرَّتَه فَليَفعل. وفي لفظ لمسلم: ((رأَيت أبا هريرة يتوضَّأ، فغسل وجهه ويديه حتى كاد يبلغ المنكبين، ثم غسل رجليه حتى رَفَع إلى السَّاقين، ثم قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: إنَّ أمتي يُدْعَون يوم القيامة غُرًّا مُحَجَّلِين من آثار الوُضُوء)) فمن استطاع منكم أن يطيل غُرَّتَه وتَحْجِيلَه فَليَفعَل. وفي لفظ لمسلم: سمعت خليلي صلى الله عليه وسلم يقول: ((تَبْلُغ الحِليَة من المؤمن حيث يبلغ الوُضُوء)).الرواية الأولى: متفق عليه. الرواية الثانية: رواها مسلم. الرواية الثالثة: رواها مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)».შეთანხმებული
გადმოცემულია 'უსმან იბნ 'აფფანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც საუკეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».შეთანხმებული
ლაყიიტ ბინ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?» მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის», (ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».رواه أبو داود والترمذي والنسائي وابن ماجه
აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“გადმოსცა მუსლიმმა