Hadith for the World
Tap the image to view it full size
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

Available in 37 languages
«გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით), თუ შიშობს რომ შემოათენდება, მაშინ ბოლო ერთი რაქათი ვითრით დაასრულოს». ასევე ის ამბობდა: «(ღამით) თქვენი უკანასკნელი ლოცვა ვითრი იყოს», შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე ბრძანა.»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ერთი პიროვნება შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეკითხა მაშინ, როცა ის მინბარზე იყო და ქადაგებდა: ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ ვილოცოთ ღამის ლოცვა (თაჰაჯჯუდი)? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ილოცე და ყოველ ორ რაქათზე მიესალმე, თუ შიშობ რომ შემოგათენდება, მაშინ ილოცე ერთი რაქათი და ეს შენი ვითრი იქნება იმის, რაც მანამდე ილოცე, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ურჩევდა, რომ ღამეში ბოლო ლოცვა ვითრი ყოფილიყო.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality