Hadith for the World
Topic

ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

288 hadiths

288 hadiths

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ანსარებიდან ქალს მისი სახელით, რომელზეც იბნ აბბასმა თქვა: დამავიწყდა მისი სახელი: «რამ შეგიშალა ხელი, რომ შეასრულო ჰაჯობა ჩვენთან ერთად?» ქალმა უპასუხა: "ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავდა და ამათგან ერთით ჰაჯობა შეასრულა ბავშვის მამამ და მისმა ვაჟმა, ხოლო მეორე აქლემი ჩვენ დაგვიტოვა, რომლითაც წყალს ვეზიდებოდით". უთხრა: «როცა რამადანი დადგება, შეასრულე უმრა, რადგან უმრა მასში ჰაჯობის ტოლია».შეთანხმებული
عن فَضَالَةُ بنُ عُبَيْدٍ وسلمان الفارسي وعقبة بن عامر الجهني رضي الله عنهم مرفوعاً: «كُلُّ مَيِّتٍ يُخْتَمُ على عَمَلِهِ إلا الُمرَابِطَ في سبيل الله، فإنه يَنْمِي لَهُ عَمَلَهُ يوم القيامة، ويُؤَمَّنُ فتنة القبر».رواه أبو داود والترمذي وأحمد من حديث فضالة -رضي الله عنه
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».შეთანხმებული
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია"».შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "რომ ერთ-ერთ ბრძოლაში ალლაჰის შუამავლის დროს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნახეს მოკლული ქალი და აკრძალა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ქალებისა და ბავშვების დახოცვა".შეთანხმებული
عن عبد الله بن أبي أوفى رضي الله عنه أَنَّ رسول الله صلى الله عليه وسلم فِي بَعْض أَيَّامه التي لَقِي فيها العدو انتظر، حتى إذا مَالَتِ الشمس قام فِيهم، فقال: «أَيُّها الناس، لا تَتَمَنَّوْا لِقَاء الْعَدُوِّ، وَاسْأَلوا الله الْعافية فَإِذا لَقِيتموهم فَاصْبِرُوا، وَاعلموا أَنَّ الْجَنَّة تحت ظِلال السُّيوف ثُمَّ قَال النَّبِي صلى الله عليه وسلم: اللهمَّ مُنزِلَ الْكتاب، وَمُجْرِيَ السَّحاب، وَهازم الأَحْزاب: اهْزِمهم، وَانصُرنا علَيهم».متفق عليه
عن عَائِشَةُ رضي الله عنها «أَنَّ قُرَيْشا أَهَمَّهُم شَأن المَخْزُومِيَّة التي سَرَقَتْ، فَقَالُوا: مَنْ يُكَلِّمُ فيها رسول الله صلى الله عليه وسلم ؟، فقالوا: وَمَنْ يَجْتَرِئُ عليه إلا أسامة بن زيد حِبُّ رسول الله صلى الله عليه وسلم فَكَلَّمَهُ أسامة، فَقَالَ: أَتَشْفَعُ فِي حَدٍّ مِنْ حُدُودِ الله؟ ثُمَّ قَامَ فَاخْتَطَبَ، فقال: إنَّمَا أَهْلَكَ الذين مِنْ قَبْلِكُمْ أنهم كانوا إذا سرق فيهم الشريف تركوه، وإذا سرق فيهم الضعيف أَقَامُوا عليه الحد، وَأَيْمُ الله: لَوْ أَنَّ فاطمة بنت محمد سَرَقَتْ لَقَطَعْتُ يَدَهَا». وَفِي لَفْظٍ «كانت امرأة تَسْتَعِيرُ المَتَاعَ وَتَجْحَدُهُ، فَأَمَرَ النبي صلى الله عليه وسلم بِقَطْعِ يَدِهَا».متفق عليه
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გადმოცემულია, რომ მან აკრძალა აღთქმა და თქვა: «რომ მას არ მოაქვს სიკეთე, არამედ მხოლოდ ძუნწისგან გამოაქვს».შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».შეთანხმებული
მორწმუნეების დედისგან აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ხელის მოკვეთა ხდება, თუ მოპარული ნივთის ღირებულება მეოთხედ დინარს ან მეტს შეადგენს».შეთანხმებული
გადმოცემულია საჰლ იბნ სა'დ ალ-საა'იდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. სამოთხეში ერთი ადგილიც კი, რომელიც ტოლია რომელიმე თქვენთაგანის ჯოხის სიგრძისა, სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. დილა ან საღამო, რომელიც მონამ ალლაჰის გზაზე გაატარა — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ჰკითხეს ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცზე, რომელიც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივისთვის ან თავის ჩვენებისთვის: რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صلى الله عليه وسلم : «ما من مَكْلُومٍ يُكْلَمُ في سبيل الله، إلا جاء يومَ القيامة، وكَلْمُهُ يَدْمَى: اللَّونُ لَوْنُ الدَّمِ، والرِّيحُ رِيحُ المِسْكِ».متفق عليه
აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც ძაღლი ჰყავს, გარდა მონადირე ძაღლისა ან ნახირის დამცველისა, მისი ქმედებების საზღაური ყოველდღიურად ორი ყირატით შემცირდება», სალიმმა თქვა: აბუ ჰურაირა ამბობდა: «ან მოსავლის დამცველი ძაღლი», რადგან თავადაც მიწათმოქმედი იყო.შეთანხმებული
عن ثابِت بْن الضَّحَاكِ رضي الله عنه أنه بايع رسول الله صلى الله عليه وسلم تحت الشجرة، وأن رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «من حلف على يمين بملة غير الإسلام، كاذبا مُتَعَمِّدًا فهو كما قال، ومن قتل نفسه بشيء عُذِّبَ به يوم القيامة، وليس على رجل نَذْرٌ فيما لا يملك» وَفِي رِوَايَة: «ولَعْنُ المؤمنِ كَقَتْلِهِ». وفي رواية: «من ادَّعَى دَعْوَى كَاذِبَةً لِيَتَكَثَّرَ بها لم يَزِدْهُ اللهُ -عزَّ وجل- إلا قِلَّةً».متفق عليه
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».შეთანხმებული
عن عَبْد اللهِ بن أبي أوفى رضي الله عنهما قال: «غَزَوْنَا مَعَ رَسُولِ الله صلى الله عليه وسلم سَبْعَ غَزَوَاتٍ، نَأْكُلُ الْجَرَادَ».متفق عليه
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს».შეთანხმებული
ალ-მუღირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ ერთ-ერთი მგზავრობის დროს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის ფეხსაცმელი გამეხადა, მან კი თქვა: «შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი», და მათზე მასჰი გააკეთა (სველი ხელით მაღლიდან შეიწმინდა).შეთანხმებული
عن عبد الله بن عمر رضي الله عنهما «أنَّ رسُول الله -صلَّى الله عليه وسلَّم- دَخَل مكَّة مِن كَدَاٍء، مِن الثَنِيَّة العُليَا التِّي بالبَطحَاءِ، وخرج من الثَنِيَّة السُفلَى».متفق عليه
გადმოცემულია უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «ის მოვიდა შავ ქვასთან (ალ-ჰაჯარ ალ-ასვადთან) აკოცა მას და შემდეგ თქვა: მეც ვიცი, რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ, არც სარგებელი მოგაქვს და არც ზიანი, მაგრამ რადგან ვნახე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა, ამიტომ მეც გკოცნი».შეთანხმებული
ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გაასწორეთ თქვენი მწკრივები, რადგან მწკრივის გასწორება ლოცვის სრულყოფილების ნაწილია».შეთანხმებული
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ეს ქვეყანა არის ტკბილი და თვალისმომჭრელი, ალლაჰმა თქვენ მმართველებად დაგადგინათ მასში, და უყურებს თუ რას იმოქმედებთ, ასე რომ უფრთხილდით ამ ქვეყანას და უფრთხილდით ქალებს, რადგან ებრაელთა მოდგმის პირველი ცდუნება ქალები იყვნენ».გადმოსცა მუსლიმმა