Hadith for the World
Topic

ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

288 hadiths

288 hadiths

გადმოცემულია ჰუზაიფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".შეთანხმებული
عن عبد الله بن زيد بن عاصم المازني رضي الله عنه قال: (شُكِيَ إلى النبيِّ صلى الله عليه وسلم الرَّجلُ يُخَيَّلُ إِليه أنَّه يَجِد الشَّيء في الصَّلاة، فقال: لا ينصرف حتَّى يَسمعَ صَوتًا، أو يَجِد رِيحًا).متفق عليه
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნე კაცს არ უნდა სძულდეს მორწმუნე ქალი. თუ მასში რომელიმე თვისება არ მოსწონს, სხვა თვისებაში კმაყოფილებას უნდა პოულობდეს» ან თქვა:«სხვა მის გარდა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!»შეთანხმებული
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტომ როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვრით, რაც მას სურს».შეთანხმებული
عن أبي موسى الأشعري رضي الله عنه قال: خَسَفَت الشمس على زمان رسول الله صلى الله عليه وسلم . فقام فَزِعًا، ويخشى أن تكون الساعة، حتى أتى المسجد، فقام، فصلى بأطول قيام وسجود، ما رأيته يفعله في صلاته قطُّ، ثم قال: إن هذه الآيات التي يُرْسِلُهَا الله عز وجل : لا تكون لموت أحد ولا لحياته، ولكن الله يُرْسِلُهَا يُخَوِّفُ بها عباده، فإذا رأيتم منها شيئا فَافْزَعُوا إلى ذكر الله و دُعَائِهِ وَاسْتِغْفَارِهِ.متفق عليه
გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებას აკეთებდა და ამბობდა: «ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ საფლავის სასჯელისგან, ჯოჯოხეთის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან, და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან». მუსლიმის გადმოცემაში ნათქვამია: «როცა დაამთავრებს რომელიმე თქვენგანი ბოლო თაშაჰუდს, ალლაჰს მიეკედლოს ოთხისგან: ჯოჯოხეთის სასჯელისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლის და სიკვდილის ცდუნებისგან და ცრუ მესია დაჯჯალის ბოროტებისგან».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა».შეთანხმებული
عن عبد الله بن عُمَر رضي الله عنه قال: «اسْتَأْذَنَ الْعَبَّاسُ بن عَبْدِ الْمُطَّلِب رسول الله صلى الله عليه وسلم : أن يبيت بمكة ليالي مِنى، من أجل سِقَايَتِه فأذن له».متفق عليه
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მიცვალებული სწრაფად წაიყვანეთ, თუ ის ღვთისმოშიში იყო, მისთვის უკეთესია დასაფლავება, ხოლო თუ ასეთი არ იყო, ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ფიტრა (ბუნებრიობა) მოიცავს ხუთ რამეს: წინდაცვეთა, ბოქვენის გაპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოგლეჯა».შეთანხმებული
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: "შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი».შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი». ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.შეთანხმებული
უმმ 'ატიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: «ჩვენ აგვიკრძალეს გარდაცვლილზე მიყოლა, მაგრამ ეს ჩვენთვის მკაცრად არ ყოფილა აკრძალული».შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა მუსლიმი ან მორწმუნე მსახური ასრულებს მცირე განბანვას და თავის სახეს იბანს, მისი სახიდან წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად) გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მან თავისი თვალებით იხილა. როცა ხელებს იბანს, მისი ხელებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელიც მათ ჩაუდენიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად). ხოლო როცა ფეხებს იბანს, მისი ფეხებიდან გამოდის ყველა ცოდვა, რომელზეც მათ გაუვლიათ, წყლის წვეთებთან ერთად (ან უკანასკნელ წვეთთან ერთად), სანამ სრულად განიწმინდება ცოდვებისგან».გადმოსცა მუსლიმმა
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე. ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში. ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
عن أنس بن مالك رضي الله عنه قال: مرَّ النَّبي - صلى الله عليه وسلم - بامرَأَة تَبكِي عِند قَبرٍ، فقال: «اتَّقِي الله واصْبِري» فقالت: إليك عَنِّي؛ فَإِنَّك لم تُصَب بِمُصِيبَتِي ولم تَعرِفه، فقِيل لها: إِنَّه النَّبِي - صلى الله عليه وسلم - فأتت باب النبي - صلى الله عليه وسلم - فلم تجد عنده بوَّابِين، فقالت: لم أَعرِفكَ، فقال: «إِنَّما الصَّبرُ عِند الصَّدمَةِ الأُولَى». وفي رواية: «تَبكِي على صبِّي لها».متفق عليه
عن أبي سعيد الخدري رضي الله عنه مرفوعاً: «إِنَّ مِنْ أَشَرِّ النَّاسِ عِندَ الله مَنزِلَةً يَومَ القِيَامَةِ الرَّجُلَ يُفضِي إِلَى المَرْأَةِ وَتُفْضِي إِلَيه، ثُمَّ يَنشُرُ سِرَّهَا».رواه مسلم
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».გადმოსცა აჰმადმა
عن أبي هريرة رضي الله عنه مرفوعًا: «إِذَا لَبِسْتُم، وَإِذَا تَوَضَّأتُم، فَابْدَأُوا بَأَيَامِنُكُم».رواه أبو داود واللفظ له، والترمذي وابن ماجه وأحمد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».შეთანხმებული
عن أبي هريرة رضي الله عنه قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم : ((إن أمتي يُدْعَون يوم القيامة غُرًّا مُحَجَلِّين من آثار الوُضُوء)). فمن اسْتَطَاع منكم أن يُطِيل غُرَّتَه فَليَفعل. وفي لفظ لمسلم: ((رأَيت أبا هريرة يتوضَّأ، فغسل وجهه ويديه حتى كاد يبلغ المنكبين، ثم غسل رجليه حتى رَفَع إلى السَّاقين، ثم قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: إنَّ أمتي يُدْعَون يوم القيامة غُرًّا مُحَجَّلِين من آثار الوُضُوء)) فمن استطاع منكم أن يطيل غُرَّتَه وتَحْجِيلَه فَليَفعَل. وفي لفظ لمسلم: سمعت خليلي صلى الله عليه وسلم يقول: ((تَبْلُغ الحِليَة من المؤمن حيث يبلغ الوُضُوء)).الرواية الأولى: متفق عليه. الرواية الثانية: رواها مسلم. الرواية الثالثة: رواها مسلم