Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):

Available in 39 languages
«გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი». ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

იბნ აბბასმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) უთხრა 'ატააი იბნ აბიი რაბაჰს: გინდა გაჩვენო ქალი სამოთხის ხალხიდან? 'ატააი იბნ აბიი რაბაჰმა თქვა: დიახ, მაჩვენე! იბნ აბბასმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) უთხრა: აი ეს ეფიოპელი შავი ქალი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: მე ავად ვარ, მჭირს ეპილეფსია და შეტევის დროს ვეცემი, ხოლო ჩემს სხეულზე რაღაცები შიშვლდება, და ამას ვერც ვგრძნობ. ალლაჰს შეევედრე ჩემთვის, რომ გამომაჯამრთელოს, შუამავალმა უპასუხა: თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს. ქალმა თქვა: მოვითმენ მაშინ, შემდეგ თქვა: მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ შეტევის დროს არ გავშიშვლდე, და შუამავალმა შესთხოვა მისთვის.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality