135 hadiths
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?». მან თქვა: "არაფერი, გარდა იმისა, რომ მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)". მოციქულმა უპასუხა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "არაფერმა გაგვხარა ისე, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებმა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა ასევე თქვა: "მე მიყვარს მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარულით მათთან ერთად ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მსგავსი საქმეები არ გამიკეთებია".შეთანხმებული
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი».
ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».შეთანხმებული