Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია ზაინაბ ბინთ ჯაჰშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შეშინებული შევიდა და უთხრა:

Available in 55 languages
«გადმოცემულია ზაინაბ ბინთ ჯაჰშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შეშინებული შევიდა და უთხრა: «არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვაი არაბებს, მოახლოებული ბოროტებისგან! დღეს იაჯუჯ და მაჯუჯის კედლიდან გაიხსნა ამხელა ნაწილი,» – და მან შეკრა ცერი და საჩვენებელი თითი წრის ფორმაში. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, ნუთუ ჩვენ დავიღუპებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის იქნებიან კარგი ადამიანები?" მან თქვა: «დიახ, თუ ცოდვები მოიმატებს!»»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა ზაინაბ ბინთ ჯაჰშთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შეშინებული და დაფრთხობილი და თქვა:(ლაა ილააჰა ილლაა ალლააჰ): არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰის, რაც მიუთითებს მოსალოდნელ უსიამოვნო მოვლენაზე, რომლისგანაც გადარჩენა მხოლოდ ალლაჰისკენ ლტოლვითაა შესაძლებელი. შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ვაი არაბებს მოახლოებული ბოროტებისგან, რომელიც მალე მოხდება! დღეს იაჯუჯისა და მაჯუჯის კედლიდან, რომელიც ზულ-ყარნაინმა ააშენა, გაიხსნა ამხელა ნაწილი, – და მან შეკრა ცერი და საჩვენებელი თითი წრის ფორმაში. ზაინაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: როგორ დაუშვებს ალლაჰი ჩვენს დაღუპვას, როცა ჩვენს შორის კეთილი მორწმუნენი არიან? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უპასუხა: როდესაც ბოროტება მოიმატებს – აღვირახსნილობა, ცოდვები, მრუშობა, ალკოჰოლი და სხვა მსგავსი ქმედებები – დაიღუპება მთელი საზოგადოებას.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality