8 hadiths
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი».
ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.შეთანხმებული
იბნ აბბასისგან(ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ერთხელ მე ვიჯექი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან და მან მითხრა: «ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს დასახმარებლად, ვერ დაგეხმარებიან იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».გადმოსცა ალ-თირმიზიმ