Hadith for the World
მრწამსი

უზენაესი ალლაჰის რწმენა

44 hadiths

44 hadiths

გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი გიკრძალავთ მამებზე დაფიცებას», უმარმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, მე მსგავსად აღარასოდეს დამიფიცია მას მერე, რაც შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გავიგონე, რომ აკრძალა მამებზე დაფიცება, არც განზრახ და არც სხვების გადმოცემით.შეთანხმებული
عن أبي واقد الحارث بن عوف رضي الله عنه أنَّ رسول الله صلى الله عليه وسلم بينما هو جالس في المسجد، والناس معه، إذ أقبل ثلاثَةُ نَفَرٍ، فأقبل اثنان إلى رسول الله، صلى الله عليه وسلم وذهب واحد، فوقفا على رسول الله صلى الله عليه وسلم ، فأما أحدهما فرأى فُرْجَةً في الْحَلْقَةِ فجلس فيها، وأما الآخر فجلس خلفهم، وأما الثالث فأدْبَر ذاهبٍا، فلما فرغ رسول الله صلى الله عليه وسلم قال: «ألا أُخْبِرُكُم عن النَّفَرِ الثلاثة: أما أحدهم فأَوَى إلى الله فآوَاهُ الله إليه، وأما الآخر فاسْتَحْيا فاسْتَحْيَا الله منه، وأما الآخر، فأعْرَضَ، فأعرضَ اللهُ عنه».متفق عليه
عن أنس بن مالك رضي الله عنه أنَّ رَجُلاً كَانَ عِند النَبِيَّ صلى الله عليه وسلم فَمَرَّ رَجُلٌ بِهِ، فقال: يا رسول الله، أنِّي لَأُحِبُّ هَذَا، فَقَال لَهُ النَبِيُّ صلى الله عليه وسلم : «أَأَعْلَمْتَهُ؟» قال: لا. قال: «أَعْلِمْهُ»، فَلَحِقَهُ، فقال: إِنِّي أُحِبُّك فِي الله، فقال: أّحَبَّك الَّذِي أَحْبَبْتَنِي لَهُ.رواه أبو داود والنسائي في الكبرى وأحمد
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».შეთანხმებული
უმარ ბინ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას ამბობდა: «არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: შეკითხულ იქნა: ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ“».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
'უბადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაამოწმა რომ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს მას მოზიარე, და რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და რომ 'ისა (იესო) ალლაჰის მსახური, შუამავალი და მისი სიტყვაა, რომელიც ჩაასახა მარიამში და ჩაჰბერა მას სული. სამოთხე შეჭმარიტებაა, ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად».შეთანხმებული
გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა ერთი სიტყვა და მე ვთქვი სხვა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში», მე კი ვთქვი: ვინც მოკვდა ისე, რომ ის ალლაჰთან ერთად სხვას არ ევედრებოდა შევა სამოთხეში.შეთანხმებული
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».შეთანხმებული
عن ابن مسعود رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «من أصابته فَاقَة فأنْزَلها بالناس لم تُسَدَّ فَاقَتُهُ، ومن أنْزَلها بالله، فَيُوشِكُ الله له بِرزق عاجل أو آجل».رواه أبو داود والترمذي وأحمد
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».رواه ابن ماجه والبيهقي وغيرهما
عن أبي هريرة رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول: «جَعَلَ اللهُ الرحمةَ مائة جُزْءٍ، فَأَمْسَكَ عِنْدَهُ تِسْعَةً وَتِسْعِينَ، وأَنْزَلَ في الأَرْضِ جُزْءًا وَاحِدًا، فَمِنْ ذَلِكَ الجُزْءِ يَتَرَاحَمُ الخَلَائِقُ، حتى تَرْفَعَ الدَّابَّةُ حَافِرَهَا عَنْ وَلَدِهَا خَشْيَةَ أَنْ تُصِيبَهُ». وفي رواية «إِنَّ للهِ تعالى مئةُ رحمةٍ، أَنْزَلَ منها رحمةً واحدةً بَيْنَ الجِنِّ والإنسِ والبَهَائِمِ والهَوَامِّ، فَبِهَا يَتَعَاطَفُونَ، وبها يَتَرَاحَمُونَ، وبِهَا تَعْطِفُ الوَحْشُ على وَلَدِهَا، وأَخَّرَ اللهُ تعالى تِسْعًا وتِسْعِينَ رحمةً يَرْحَمُ بِهَا عِبَادَهُ يومَ القِيَامَةِ». وعن سلمان الفارسي رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم : «إِنَّ للهِ تعالى مئةُ رحمةٍ فمنها رحمةٌ يَتَرَاحَمُ بها الخَلْقُ بَيْنَهُمْ، وتِسْعٌ وتِسْعُونَ لِيَومِ القِيَامَةِ». وفي رواية: «إِنَّ اللهَ تَعَالَى خَلَقَ يَوْمَ خَلَقَ السَّمَاوَاتِ والأَرْضَ مئةَ رحمةٍ كُلُّ رحمةٍ طِبَاقَ مَا بَيْنَ السَّمَاءِ إلى الأَرْضِ، فَجَعَلَ منها في الأَرْضِ رَحْمَةً فبها تَعْطِفُ الوَالِدَةُ على وَلَدِهَا، والوَحْشُ والطَّيْرُ بَعْضُهَا عَلَى بَعْضٍ، فإذا كانَ يومُ القيامةِ أَكْمَلَهَا بِهَذِه الرحمةِ».حديث أبي هريرة -رضي الله عنه-: متفق عليه. حديث سلمان -رضي الله عنه-: رواه مسلم
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა, ყოვლადმოწყალემ და უზენაესმა, თქვა: «ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი იყო გზააბნეული, გარდა იმათი, ვისაც მე ვაჩვენე სწორი გზა, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან სწორი გზა და მე გაჩვენებთ მას! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება მშიერი, გარდა იმათი, ვისაც მე დავაპურებ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან საჭმელი და მე გაჭმევთ! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება შიშველი, გარდა იმათი, ვისაც მე ჩავაცვამ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან ტანსაცმელი და მე ჩაგაცვამთ! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, თქვენ სცოდავთ დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ მე ვპატიობ ყველა ცოდვას, ამიტომ ითხოვეთ ჩემგან პატიება და მე გაპატიებთ! ო, ჩემო მონებო, თქვენ ვერასდროს შეძლებთ, რომ რაიმე ზიანი მომაყენოთ ან სარგებელი მომიტანოთ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ღვთისმოსავები, როგორიც ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანია, ეს არაფერს შემმატებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ცოდვილები, როგორიც ყველაზე დიდი ცოდვილია, ეს არაფერს დამაკლებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, ერთ ადგილას დადგებოდით და ჩემგან რაიმეს მოითხოვდით, და მე თითოეულ თქვენგანს მივცემდი იმას, რასაც ითხოვდით, ეს ისე ვერ შეამცირებდა ჩემს სიმდიდრეს, როგორც ნემსი, წყალში ჩაძირული, ვერ ამცირებს ზღვის წყალს! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ თქვენი საქმეებია, რომლებსაც მე ვანგარიშობ თქვენთვის და მერე სრულად დაგაჯილდოვებთ მათთვის. ამიტომ, ვინც პოვებს სიკეთეს, განადიდოს ალლაჰი, ხოლო ვინც პოვებს რამე სხვას, ნუ დააბრალებს ნურავის, გარდა საკუთარი თავისა».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».გადმოსცა მუსლიმმა
عن أبي هريرة رضي الله عنه مرفوعاً: «لما خلق اللهُ الخَلْقَ كتب في كتاب، فهو عنده فوق العرش: إن رحمتي تَغْلِبُ غضبي». وفي رواية: «غَلَبَتْ غضبي» وفي رواية: «سَبَقَتْ غضبي».متفق عليه
გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად, ეს დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან».შეთანხმებული
აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს» თქვა: შემდეგ წაიკითხა: «ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა!» [ჰუდ : 102]შეთანხმებული
عن عبد الله بن مسعود رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم أنه قال: "أكبر الكبائر: الإشراك بالله، والأمن من مَكْرِ الله، والقُنُوطُ من رحمة الله، واليَأْسُ من رَوْحِ الله".رواه عبد الرزاق
عن أبي هريرة رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «ما توطَّنَ رجلٌ مسلمٌ المساجدَ للصلاة والذِّكر، إلا تَبَشْبَشَ اللهُ له، كما يَتَبَشْبَشُ أهلُ الغائب بغائبهم إذا قَدِمَ عليهم».رواه ابن ماجه وأحمد
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას. როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
عن أنس بن مالك وأبي هريرة رضي الله عنهما عن النبي صلى الله عليه وسلم فيما يرويه عن ربه عز وجل قال: «إذا تَقَرَّبَ العبدُ إليَّ شِبْرًا تَقَرَّبْتُ إليه ذِرَاعًا، وإذا تَقَرَّبَ إليَّ ذِرَاعًا تَقَرَّبْتُ مِنْهُ بَاعًا، وإذا أتاني يمشي أَتَيْتُهُ هَرْوَلَةً».حديث أنس -رضي الله عنه- رواه البخاري . حديث أبي هريرة -رضي الله عنه- متفق عليه
გადმოცემულია 'აადი იბნ ჰაათიმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»შეთანხმებული