Hadith for the World
უზენაესი ალლაჰის რწმენა

თავჰიდი რუბუბია

2 hadiths

2 hadiths

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად, ეს დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან».შეთანხმებული
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).შეთანხმებული