Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 60 languages
«გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა აპატია მის უმმათს სამი მდგომარეობა: პირველი: შეცდომა, რაც მათგან უნებლიედ ხდება. ანუ, როცა მუსლიმი თავისი მოქმედებით ერთს ისახავს მიზნად, მაგრამ მისი ქმედება სხვა რამეს ემთხვევა, რასაც იგი არ გულისხმობდა. მეორე: დავიწყება, როცა მუსლიმს რაღაც ახსოვს, მაგრამ ქმედების დროს ავიწყდება, და ამაზეც არ არის ცოდვა. მესამე: იძულება, როცა მონას აიძულებენ გააკეთოს ის, რაც არ სურს, და მას არ აქვს ძალა, რომ თავიდან აიცილოს იძულება. ასეთ შემთხვევაში მასზე არ დადგება ცოდვა და სირცხვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჰადისი ეხება იმ საკითხს, რაც მონასა და მის უფალს შორისაა აკრძალულის ჩადენის შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება ნაბრძანების დავიწყების გამო მიტოვებას — ეს არ იხსნება. და თუ მისი ქმედების შედეგად ზიანი დადგა, მაშინ ქმნილების უფლება არ იხსნება: მაგალითად, თუ მან ვიღაც შეცდომით მოკლა, მასზეა (სისხლის გამოსასყიდი), ან თუ შეცდომით მანქანა დააზიანა, მასზეა ზარალის ანაზღაურება.

Source
رواه ابن ماجه والبيهقي وغيرهما
Download image

Saved at original quality