Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა:

Available in 71 languages
«აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: შეკითხულ იქნა: ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ“».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ განკითხვის დღეს მისი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად თქვა: "არ არსებობს ღვთაება ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა", რაც ნიშნავს, რომ ალლაჰი ერთადერთია ღირსეული თაყვანისცემისა. ამ სიტყვებს ის უნდა ამბობდეს მასზე თანაზიარისგან და მოჩვენებითობისგან თავისუფალი გულით.

Source
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
Download image

Saved at original quality