Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

Available in 53 languages
«აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ უზენაესი ალლაჰი ამბობს ყუდსი ჰადისში: მე ვარ ჩემი მონის მოლოდინის შესაბამისად, ანუ ვექცევი ჩემს მონას ისე, როგორც ის ჩემზე ფიქრობს — იმედით, რომ მიიღებს მიტევებას და მოწყალებას. მე ვიქცევი მასთან ისე, როგორც ის ჩემგან ელოდება, იქნება ეს სიკეთე თუ სხვა რამ. და მე მასთან ვარ, ჩემი მოწყალებით, მფარველობით, მართვითა და მხარდაჭერით, როცა ის მიხსენებს. თუ ის მახსენებს თავის გულში, მარტოობაში, როგორც მაგალითად, სიტყვებით 'სუბჰანალლაჰ' (ალლაჰი წმინდაა) ან 'ლა ილაჰა ილლალლაჰ' (არ არის ღმერთი ალლაჰის გარდა) ან სხვა სიტყვებით, მეც ვახსენებ მას ჩემში. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც ვახსენებ მას საზოგადოებაში, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო კეთილშობილურია(იგულისხ.ანგელოზები). ვინც ალლაჰს მიუახლოვდება ერთი მტკაველის მანძილით, ალლაჰი მას უფრო მეტად დაუხლოვდება, ერთი იდაყვის მანძილით. თუ ის ალლაჰს მიუახლოვდება ერთი იდაყვის მანძილით, ალლაჰი მას უფრო მეტად დაუახლოვდება გაშლილი ორი მკლავის მანძილით. თუ ის ალლაჰს სიარულით მიუახლოვდება, ალლაჰი მასთან სირბილით მივა. როცა მონა თავის ღმერთს უახლოვდება მორჩილებითა და გულის მისკენ მიქცევით, ალლაჰი, დიდებული და უზენაესი, მას კიდევ უფრო აახლოებს თავისთან, რაც არის ჯილდო მისივე ქმედების მსგავსი. როდესაც მორწმუნის მორჩილება თავის უფალთან სრულყოფილია, უზენაესი ალლაჰი უფრო ახლოს ხდება მასთან. ალლაჰის მიცემული წყალობა და ჯილდო ყოველთვის აღემატება მონის ქმედებასა და შრომას. საბოლოოდ, ალლაჰის ჯილდო ჭარბობს ადამიანის ქმედებას როგორც ხარისხით, ასევე რაოდენობით. მორწმუნე კარგი წარმოდგენით ფიქრობს, მოქმედებს, ჩქარობს კეთილ საქმეებში და უწყვეტად იხვეწება, სანამ არ შეხვდება ალლაჰს.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality