KA
მრწამსი
მეგობრობა და მტრობა
4 hadiths
მეგობრობისა და მტრობის დებულებანი
2
აკრძალული დამსგავსება
1
ჰიჯრეთი და მისი პირობები
1
4 hadiths
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».
შეთანხმებული
აბუ სირმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ავნებს ალლაჰი მას ავნებს, ხოლო ვინც სირთულეებს შეუქმნის, ალლაჰი მასაც სირთულეებს შეუქმნის».
გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს».
رواه النسائي في الكبرى وابن ماجه بمعناه وأحمد