უმმ 'ატიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
Available in 40 languages
«უმმ 'ატიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: «ჩვენ აგვიკრძალეს გარდაცვლილზე მიყოლა, მაგრამ ეს ჩვენთვის მკაცრად არ ყოფილა აკრძალული».»
Meaning translation ·
Explanation
The meaning in a few plain lines
უმმ 'ატია ალ-ანსარია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყებს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალებს გარდაცვლილის გასვენების პროცესზე მიყოლა აუკრძალა, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს შესაძლოა მათთვის და მათ გამო ცდუნების (ფითნის) მიზეზი გამხდარიყო, ასევე, ქალებს ნაკლები მოთმინება აქვთ მძიმე სიტუაციებში, რაც მათ ემოციურ რეაქციას უფრო მეტად იწვევს, თუმცა, უმმ 'ატია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ასევე აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა მკაცრად არ იყო დაწესებული, როგორც სხვა აკრძალული ქმედებები. ეს მიანიშნებს, რომ აკრძალვა არის რეკომენდებული, მაგრამ არა აბსოლუტურად სავალდებულო (ჰარამის დონეზე), რაც ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეულ შემსუბუქებას უტოვებს.