24 hadiths
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი».
ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.შეთანხმებული
აბუ საიდ ალ-ხუდრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავიდა ყურბნის ან ფიტრის დრესასწაულზე – სალოცავად გამოვიდა და ქალებს ჩაუარა, შემდეგ უთხრა: «ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი» ქალებმა კვლავ ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი რელიგიისა და გონების ნაკლულობა?" მოციქულმა უპასუხა: «განა ქალის მოწმობა მამაკაცის მოწმობის ნახევარს არ უდრის?» ქალებმა თქვეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი გონების ნაკლულობა. განა როდესაც ის მენსტრუაციაშია, ლოცვას და მარხვას არ ტოვებს?» ქალებმა უპასუხეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი რელიგიის ნაკლულობა».შეთანხმებული