Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 59 languages
«გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი ტიპის ადამიანის მაგალითი მოიყვანა: პირველი ტიპი: კარგი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც ალლაჰისკენ მოგიწოდებს, გასწავლის იმას, რაც ალლაჰისთვის მოსაწონია, და გეხმარება მისადმი მორჩილებაში, მისი მაგალითი ჰგავს სურნელოვანი ნივთების გამყიდველს: ან გაჩუქებს, ან რამეს იყიდი, ან უბრალოდ მისგან სასიამოვნო სურნელს იგრძნობ. მეორე ტიპი: ცუდი თანამოაზრე და მეგობარი, რომელიც გაშორებს ალლაჰის გზას, გიბიძგებს ცოდვების ჩადენისკენ, გაჩვენებს ცუდ მაგალითს და შენც ურთიერთობის გამო გაკრიტიკებენ, მისი მაგალითი ჰგავს მჭედელს, რომელიც თავის ცეცხლს აჩაღებს: ან დაგწვავს სამოსს მისგან გამოვარდნილი ნაპერწკლებით, ან მის სიახლოვეს ცუდ სუნს იგრძნობ.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality