Hadith for the World
სირბილე და ქადაგებები

ცოდვის დაგმობა

6 hadiths

6 hadiths

აბუ ბაქრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მშობლებისადმი უპატივცემულობა». ის ნახევრად წამოწოლილი იყო, წამოჯდა და გააგრძელა: «და სიცრუეზე მოწმობა». და ის იმეორებდა მანამ, სანამ არ გავიფიქრეთ: "ნეტავი, გაჩუმდეს".შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დიდი ცოდვებია: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ტყუილზე დაფიცება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კარგი მეგობარი და ცუდი მეგობარი ჰგავს მუსქუსის გამყიდველს და მჭედელს, მუსქუსის გამყიდველი: ან გაჩუქებს რაღაცას, ან მისგან იყიდი, ან უბრალოდ კარგი სურნელი მოგეწონება. მჭედელი კი: ან სამოსს დაგიწვავს, ან ცუდ სუნს იგრძნობ მისგან».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი? მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის სიცოცხლეც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას (შარიათით), მევახშეობა (რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება».შეთანხმებული
აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».შეთანხმებული
عن أبي هريرة عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «لعن الله السارق، يسرق البَيْضَةَ فَتُقْطَعُ يده، ويسرِقُ الحَبْلَ فَتُقْطَعُ يَدُهُ».متفق عليه