17 hadiths
აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «(როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ), განმცხადებელი გამოაცხადებს: "ჭეშმარიტად, თქვენ იცხოვრებთ სამუდამოდ და აღარ მოკვდებით, და ჭეშმარიტად თქვენ იქნებით ჯანმრთელები და აღარ დაავადდებით, ჭეშმარიტად, თქვენ იქნებით ახალგაზრდები და აღარ დაბერდებით, და ჭეშმარიტად, ისიამოვნებთ და აღარ შეგაწუხებთ რაიმე უბედურება!" ესაა ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვების მნიშვნელობა: და ითქმება: «აჰა, ეს არის სამოთხე, რომელიც მემკვიდრეობად გებოძათ იმის გამო, რასაც აკეთებდით». (სურა ალ-არაფ, აიათი 43)».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ საიდ ალ-ხუდრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავიდა ყურბნის ან ფიტრის დრესასწაულზე – სალოცავად გამოვიდა და ქალებს ჩაუარა, შემდეგ უთხრა: «ო, ქალებო! გაიღეთ მოწყალება (სადაყა), რადგან მე დამანახეს, რომ ჯოჯოხეთის მოსახლეთა უმეტესობა თქვენგან არიან, ქალებმა ჰკითხეს: "რის გამო, ო ალლაჰის მოციქულო?“ მან უპასუხა: «თქვენ ბევრს იწყევლებით და თქვენი ქმრების მადლიერები არ ხართ. მე არ მინახავს გონებისა და რელიგიის მხრივ ნაკლული არსება, რომელიც ჭკვიან და მტკიცე მამაკაცს ასე მოხიბლავდა, როგორც თქვენგან ერთ-ერთი» ქალებმა კვლავ ჰკითხეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი რელიგიისა და გონების ნაკლულობა?" მოციქულმა უპასუხა: «განა ქალის მოწმობა მამაკაცის მოწმობის ნახევარს არ უდრის?» ქალებმა თქვეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი გონების ნაკლულობა. განა როდესაც ის მენსტრუაციაშია, ლოცვას და მარხვას არ ტოვებს?» ქალებმა უპასუხეს: „დიახ.“ მან თქვა: «ეს არის მისი რელიგიის ნაკლულობა».შეთანხმებული