9 hadiths
აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა: «იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ».
აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».შეთანხმებული