Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

სუფიან ბინ აბდულლაჰ ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:

Available in 65 languages
«სუფიან ბინ აბდულლაჰ ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

საჰაბა სუფიან ბინ აბდულლაჰ (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი) შეეკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ესწავლებინა მისთვის ერთი სიტყვა, რომელიც მთლიანად მოიცავდა ისლამს, რომელსაც ჩაეჭიდებოდა და სხვას აღარ კითხავდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: თქვი: 'მე ვაღიარებ ალლაჰის ერთობას და მწამს, რომ ის არის ჩემი უფალი, ჩემი ღმერთი, ჩემი შემოქმედი და ჩემი ერთადერთი თაყვანსაცემი, და მას არ ჰყავს თანაზიარი'. შემდეგ ადამიანი ემორჩილება ალლაჰის ბრძანებებს, ასრულებს მის დაკისრებულ ვალდებულებებს, თავს არიდებს იმას, რაც მან აკრძალა, და ამ გზას მიჰყვება.

Source
გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა
Download image

Saved at original quality