Hadith for the World
Tap the image to view it full size
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 47 languages
«აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი აცნობა), რომ ვისაც სჯერა ალლაჰის, ვინც მას თავის ღმერთად, მეუფედ, პატრონად, ბატონად და ბრძანებათა გამცემად მიიღებს, და ვისაც ისლამი რწმენითა და მორჩილებით თავის რელიგიად აქვს მიღებული, ასევე მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი მოვალეობისა და მაცნეობის სრული რწმენით აღიარებს, მას სამოთხე გარანტირებული აქვს. აბუ საიდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ სიტყვებმა გააოცა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო", მან გაუმეორა და შემდეგ დაამატა: ჩემთან კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით ალლაჰი მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებს, ხოლო ყოველ ორ ხარისხს შორის მანძილი ისეთივეა, როგორიც ცასა და მიწას შორის, აბუ საიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო?" ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: ჯიჰადი ალლაჰის გზაში, ჯიჰადი ალლაჰის გზაში.

Source
გადმოსცა მუსლიმმა
Download image

Saved at original quality