Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

Available in 53 languages
«გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ორი ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდა და სიტყვიერად ჩხუბობდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისრის გარშემო ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ ეს გაბრაზებული ადამიანი იტყვის, მისი გაბრაზება გაქრება. თუ ის იტყვის: ა'უზუბილლაჰი მინა შაიტანი რრაჯიიმ (შევაფარებ თავს ალლაჰს, შაიტნისგან დაწყველილისგან), მისი გაბრაზება გაქრება. მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: 'შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან.' მან თქვა: "მე გიჟი ვარ?!“ და ეგონა, რომ მხოლოდ ის, ვისაც სიგიჟე აწუხებს, ითხოვს თავშესაფარს შაიტნისგან.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality