Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 54 languages
«აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს», მუსლიმის გადმოცემით: «სახლი, სადაც ალლაჰს ახსენებენ, და სახლი, სადაც ალლაჰს არ ახსენებენ, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა განსხვავება მათ შორის, ვინც უზენაეს ალლაჰს იხსენებს და მათ შორის, ვინც არ იხსენებს. ეს განსხვავება ისეთივეა, როგორიც ცოცხალსა და მკვდარს შორის – მათი სარგებლიანობითა და გარეგნული სილამაზით. ვინც თავის ღმერთს იხსენებს, ჰგავს ცოცხალს, რომლის გარეგნობა სიცოცხლის ნათელითაა შემკული, ხოლო მისი შინაგანი არსი ალლაჰზე ცოდნის ნათელითაა გაბრწყინებული და ის სასარგებლოა. ხოლო ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს მკვდარს, რომლის გარეგნობა ფერმკრთალია, მისი შინაგანი არსი ცარიელია და მასში არ არის არანაირი სარგებლიანობა. ასევე, სახლი ცოცხლად ითვლება, თუ მისი მცხოვრებლები ალლაჰს ახსენებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მკვდარ სახლად ითვლება, რადგან მისი მცხოვრებლები ალლაჰის ხსენებაში გულგრილნი არიან. როდესაც სახლის აღწერისას გამოიყენება სიტყვები „ცოცხალი“ და „მკვდარი“, რეალურად იგულისხმებიან მისი მცხოვრებლები.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality