ღირსება და ეთიკა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
Available in 70 languages
«გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ყოვლისშემძლე და დიდებული უფლისგან გადმოსცა შემდეგი: «ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!" ყოვლადმაღალი ალლაჰი იტყოდა: „ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი კვლავ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] კვლავ იტყოდა: "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი ისევ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის! მე ვაპატიე ჩემს მონას, დაე, აკეთოს რაც უნდა"».»Meaning translation ·
Saved at original quality








