ბიოგრაფია და ისტორია
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
Available in 48 languages
«გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»»Meaning translation ·
Saved at original quality








