Hadith for the World
ყველაფერი მუჰამმადზე ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას

შუამავლური ხელმძღვანელობა

7 hadiths

7 hadiths

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში».შეთანხმებული
გადმოცემულია ჰუზაიფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): "ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა".შეთანხმებული
გადმოცემულია ზაინაბ ბინთ ჯაჰშისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შეშინებული შევიდა და უთხრა: «არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვაი არაბებს, მოახლოებული ბოროტებისგან! დღეს იაჯუჯ და მაჯუჯის კედლიდან გაიხსნა ამხელა ნაწილი,» – და მან შეკრა ცერი და საჩვენებელი თითი წრის ფორმაში. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, ნუთუ ჩვენ დავიღუპებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის იქნებიან კარგი ადამიანები?" მან თქვა: «დიახ, თუ ცოდვები მოიმატებს!»შეთანხმებული
عن عائشة رضي الله عنها قالت: كان رسولُ اللهِ صلى الله عليه وسلم إذا فَاتَتْهُ الصَّلَاةُ مِنَ الليلِ مِن وَجَعٍ أَوْ غَيْرِهِ، صَلَّى من النَّهَارِ ثِنْتَيْ عَشْرَةَ رَكْعَةً.رواه مسلم
გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»შეთანხმებული
عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: إِنَّ خَيَّاطًا دَعَا رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لِطَعَامٍ صَنَعَهُ، قَالَ أَنَسُ بْنُ مَالِكٍ: فَذَهَبْتُ مَعَ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إِلَى ذَلِكَ الطَّعَامِ، فَقَرَّبَ إِلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ خُبْزًا وَمَرَقًا، فِيهِ دُبَّاءٌ وَقَدِيدٌ، فَرَأَيْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَتَتَبَّعُ الدُّبَّاءَ مِنْ حَوَالَيِ القَصْعَةِ، قَالَ: فَلَمْ أَزَلْ أُحِبُّ الدُّبَّاءَ مِنْ يَوْمِئِذٍ.متفق عليه
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულს უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო, დასწყევლე მუშრიქები, მან თქვა: «ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე».გადმოსცა მუსლიმმა