Hadith for the World
Tap the image to view it full size
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 65 languages
«გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არსებობს დღეები, რომელშიც გაკეთებული კარგი საქმე უფრო მეტად საყვარელი იყოს ალლაჰისთვის, ვიდრე ამ დღეებში», იგულისხმება ზულ-ჰიჯჯას ათი დღე, ჰკითხეს ო, ალლაჰის შუამავალო, არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე? მან თქვა: «არც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, გარდა იმ კაცისა, რომელიც საკუთარი სულით და ქონებით გავა ალლაჰის გზაზე და ორივეს დაკარგავს იქ».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ზულ-ჰიჯჯას თვის პირველ ათ დღეში შესრულებული კარგი საქმე უფრო კარგია, ვიდრე წელიწადის სხვა დღეებში შესრულებული საქმეები. საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შეეკითხნენ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სხვა დღეებში შესრულებული ჯიჰადი უფრო კარგი იყო თუ ამ დღეებში შესრულებული კარგი ქმედებები? რადგან მათ იცოდნენ, რომ ჯიჰადი იყო ყველაზე საუკეთესო საქმე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: რომ ამ დღეებში შესრულებული კარგი საქმე უფრო უკეთესი იყო, ვიდრე სხვა დღეებში შესრულებული ჯიჰადი, გარდა იმ თავდადებული მუჯაჰიდისა, რომელიც სწირავს საკუთარ სულს და ქონებას ალლაჰის გზაზე, რომელმაც გახარჯა ქონება და შესწირა სული ალლაჰის გზაზე. ეს არის ის, რაც უკეთესია ამ ძვირფას დღეებში შესრულებულ სხვა ქმედებებზე.

Source
გადმოსცა ალ-ბუხარიმ, აბუ დაუდმა მისი სიტყვებით
Download image

Saved at original quality