Hadith for the World
Tap the image to view it full size
წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 60 languages
«გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია, თვალთმაქცი,(მუნააფიყი) რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ბაზილიკს, რომლის სურნელი სასიამოვნოა, მაგრამ გემო მწარე. ხოლო თვალთმაქცი, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია კოლოქვინტის (მწარე გოგრა), რომელსაც არც სურნელი აქვს და გემოც მწარეა».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განამარტა ადამიანთა კატეგორიები ყურანის კითხვისა და მისით სარგებლის მიღების მხრივ: პირველი ჯგუფი: მორწმუნე, რომელიც კითხულობს ყურანს და იღებს მისგან სარგებელს, ის ჰგავს ციტრუსის ნაყოფს, რომელსაც სასიამოვნო გემო, სურნელი და მშვენიერი ფერი აქვს. მისი სარგებელი მრავალფეროვანია, რადგან ის მოქმედებს წაკითხულის მიხედვით და სარგებელს აძლევს ალლაჰის მსახურებს. მეორე ჯგუფი: მორწმუნე, რომელიც არ კითხულობს ყურანს, ის ჰგავს ფინიკს: გემო ტკბილი აქვს, მაგრამ სურნელი არ აქვს. მისი გული სავსეა რწმენით, როგორც ფინიკის გულია სავსე სიტკბოთი. თუმცა, სურნელის არარსებობა ნიშნავს, რომ სხვები ვერ გრძნობენ მისი წაკითხვის სიხარულს, რადგან ის ხმამაღლა არ კითხულობს, რათა ადამიანები ისიამოვნონ მისი მოსმენით. მესამე ჯგუფი: ფარისეველი, რომელიც კითხულობს ყურანს, ჰგავს ბაზილიკს (ან რეჰანის) მცენარეს: მას სასიამოვნო სურნელი აქვს, მაგრამ გემო მწარეა. მისი გული რწმენით არ არის გამოსწორებული, არც ყურანს მისდევს საქმით. ის ხალხის წინაშე თავს მორწმუნედ აჩვენებს, მისი სასიამოვნო სურნელი ჰგავს მის კითხვას, ხოლო მწარე გემო – მის ურწმუნოებას. მეოთხე ჯგუფი: ფარისეველი(მუნააფიყი), რომელიც არ კითხულობს ყურანს, ჰგავს კოლოქვინტის (მწარე ყაბაყის სახეობა) ნაყოფს: მას არ აქვს სურნელი და გემო მწარეა. სურნელის არარსებობა ჰგავს მისი წაკითხვის არარსებობას, ხოლო მწარე გემო – მისი ურწმუნოების სიმწარეს. მისი შინაგანი გული რწმენისგან ცარიელია, ხოლო გარეგნულად არ მოაქვს სარგებელი, არამედ ზიანს აყენებს.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality