Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია ტაარიყ იბნ აშიამ ალ-აშჯა'ისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

Available in 65 languages
«გადმოცემულია ტაარიყ იბნ აშიამ ალ-აშჯა'ისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დაამოწმა თავისი ენით "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", ანუ: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, განუდგა ყველა სარწმუნოებას ისლამის გარდა, მისი ქონება და სისხლი მუსლიმებისთვის აკრძალულია, ჩვენ მხოლოდ ღია (გარე) შეხედულებით უნდა ვიმოქმედოთ. მიუღებელია მისი ქონების მიტაცება და მისი სისხლის დაღვრა, გარდა იმ შემთხვევაში, თუ ჩაიდინა ცოდვა ან დანაშაული და ეს გამოიწვევს მათ ხელყოფას ისლამური სამართლის აღსასრულებლად. ალლაჰია პასუხისმგებელი მის განკითხვაზე აღდგომის დღეს, თუ ის იყო მართალი დააჯილდოვებს მას, და თუ იყო ორპირი დასჯის მას.

Source
გადმოსცა მუსლიმმა
Download image

Saved at original quality