Hadith for the World
სახელები და დებულებები

ისლამი

3 hadiths

3 hadiths

გადმოცემულია ან-ნუ'მაან იბნ ბაშირისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით».შეთანხმებული
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».შეთანხმებული
აიშასგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მე ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, იბნ ჯუდ'ანი ჯაჰილიის დროს (ისლამამდელ პერიოდში) ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს და აჭმევდა ღარიბებს. ეს მისთვის სიკეთის მომტანია?" უთხრა: "ეს არ მოუტანს სარგებელს, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს".გადმოსცა მუსლიმმა