Hadith for the World
Tap the image to view it full size
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

Available in 42 languages
«გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «არსებობს სამი საათი, რომელშიც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ლოცვას გვიკრძალავდა, ან რომ დაგვეკრძალა იმ დროებში მიცვალებულები: როდესაც მზე იწყებს ამოსვლა, სანამ არ ამაღლდება ჰორიზონტზე, როდესაც მზე ზენიტში იმყოფება, სანამ არ გადაიხრება დასავლეთისკენ, როდესაც მზე ჩასვლას დაიწყებს, სანამ არ ჩავა».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა დღის განმავლობაში სამ პერიოდში ნებაყოფლობითი ლოცვის ლოცვა, და ასევე აკრძალა რომ ამ პერიოდებში დასაფლავდეს და დაიკრძალოს მიცვალებული. პირველი დრო: როდესაც პირველად მზე ამოდის, მანამ, სანამ არ ამაღლდება ერთი შუბის სიმაღლეზე, ეს უდრის მისი ამოსვლიდან 15 წუთსს დაახლოებით. მეორე: როდესაც მზე ზუსტად ცის კაბადონის შუაში იმყოფება, როდესაც მას არ გააჩნია ჩრდილი არც აღმოსავლეთის მხარეს და არც დასავლეთის მხარეს, ეს დრო გრძელდება მანამ, სანამ მზე ზენიტიდან არ გადაიხრება, და გამოჩნდება საგნების ჩრდილი აღმოსავლეთის მხრიდან, როდესაც იწყება შუადღის ლოცვის დრო, ეს ძალიან მოკლე დროა; მისი ხანგრძლივობა დაახლოებით ხუთ წუთს გრძელდება. მესამე: როდესაც გადაიხრება და დაიწყებს მზე ჩასვლას დასავლეთის ქედზე, სანამ ჩავა.

Source
გადმოსცა მუსლიმმა
Download image

Saved at original quality