Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 51 languages
«გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიხსნის, რომ ვინც მუეზინის სიტყვების მოსმენის შემდეგ, როცა იგი დაასრულებს, იტყვის: „ალლაჰუმმა რაბბა ჰაზიჰი დდა'ვათი“ – ო ალლაჰო, ამ მოწოდების მფლობელო, რაც ნიშნავს აზანის იმ სიტყვებს, რომლითაც ხალხს მოუწოდებენ ალლაჰის მსახურებისა და ლოცვისკენ. „ათ-თაამმა“ – სრულყოფილი მოწოდება, რომელიც მოიცავს თაუჰიდს (ერთღმერთიანობას) და არ-რისალა - მოციქულის გზავნილს. „ვა სსალაათილ ყააიმა“ – მუდმივი და დადგენილი ლოცვა, რომელიც უნდა აღსრულდეს. „აათი“ – მიანიჭე, უბოძე. „მუჰამმად ალ-ვასიილა“ – მიანიჭე მუჰამმად მოციქულს ვასილა, რაც არის უმაღლესი პოზიცია სამოთხეში, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). „ვალ ფადიილათა“ – აღმატებული ადგილი, რომელიც ყველა ქმნილების ადგილებზე მაღალია. „ვაბ'ასჰუ“ – აღადგინე იგი და მიანიჭე მას "მაყაამან მაჰმუუდან“ – ადგილი, რომელშიც ის იქნება ქებული, რაც გულისხმობს აღმდგომის დღეს დიდ შუამდგომლობას. „ალლაზიი ვა'ადთაჰუ“ – ის, რასაც დაჰპირდი, როგორც ალლაჰმა თქვა: „'ასაა ან იაბ'ასაქა რაბბუქა მაყაამან მაჰმუუდან“ – «შეიძლება, შენმა ღმერთმა აგამაღლოს ქებულ ადგილზე». (სურა ალ-ისრაა, 79). ვინც ამ ვედრებას წარმოთქვამს, იგი იმსახურებს და აუცილებლად მიიღებს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობას აღდგომის დღეს.

Source
გადმოსცა ალ-ბუხარიმ
Download image

Saved at original quality