Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

Available in 43 languages
«გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: “ეს არის შენი ადგილი, სანამ ალლაჰი არ აღგადგენს აღდგომის დღეს”».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) გვამცნობს. რომ სიკვდილის შემდეგ მონას უჩვენებენ მის სამყოფელს და მისთვის განკუთვნილ ადგილს — ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში — დღის დასაწყისში და დღის ბოლოს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ის ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: ეს არის შენი ადგილი სადაც წარიგზავნები განკითხვის დღეს; ამის მიხედვით ან წყალობაში იქნება მორწმუნე, და სასჯელში იქნება ურწუმო.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality