Hadith for the World
Tap the image to view it full size
მრწამსი

მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:

Available in 71 languages
«მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის ალლაჰის უფლება მსახურებზე და რა არის მსახურთა უფლება ალლაჰის წინაშე. ალლაჰის უფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მხოლოდ მას ერთს უნდა ემსახურონ და არ შეუქმნან მას თანაზიარი. მსახურის უფლება ალლაჰის მიმართ ის არის, რომ არ დასჯის ერთღმერთიანებს, რომლებიც არ უქმნიან მას თანაზიარად არავის. ამის შემდეგ მუ'აზმა უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო ხალხს, რომ გაიხარონ და იბედნიერონ ამ უდიდესი სიკეთით? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამისგან თავშეკავება უბრძანა, იმის შიშით, რომ ხალხი მხოლოდ მასზე დაეყრდნობოდა.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality