ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან, მან თქვა:
Available in 59 languages
«გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან,
მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".»Meaning translation ·
Saved at original quality







