Hadith for the World
ლოცვა (ნამაზი)

ლოცვის სიკეთე

10 hadiths

10 hadiths

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან, მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?» თქვეს: არ დარჩებოდა არაფერი. თქვა: «ასეა ლოცვაც, რომლითაც ალლაჰი წმინდავს ადამიანს ცოდვებისგან».შეთანხმებული
გადმოცემულია ჯუნდუბ იბნ აბდულლაჰ ალ-ყასრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია. და ალლაჰმა არ მოგაკითხოთ სხვა რამისთვის, რადგან, ნამდვილად ის, ვისაც რაიმესათვის მიაკითხავს, უეჭველად, დაეწევა და, პირით ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებს».გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ზუჰაირ უმარ იბნ რუაიბას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შევა ცეცხლში ის, ვინც ლოცულობდა მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე».გადმოსცა მუსლიმმა
უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის».გადმოსცა მუსლიმმა
აბუუ მაალიქ ალ-აშ'არისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: "ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“გადმოსცა მუსლიმმა
عن ربيعة بن كعب الأسلمي قال: كنتُ أبيتُ مع رسول الله صلى الله عليه وسلم فأتيتُه بوَضوئه وحاجته فقال لي: «سل» فقلت: أسألك مرافقتك في الجنة. قال: «أو غير ذلك؟» قلت: هو ذاك. قال: «فأعني على نفسك بكثرة السجود».رواه مسلم
عن عائشة عن النبي صلى الله عليه وسلم قال: «ما من ميت تصلي عليه أُمَّةٌ من المسلمين يبلغون مائة، كلهم يشفعون له، إلا شفعوا فيه».رواه مسلم