126 hadiths
გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტომ როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვრით, რაც მას სურს».შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».შეთანხმებული
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე.
ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში.
ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ. ზოგჯერ მსურს, ბრძანება გავცე ლოცვის დაწყების შესახებ, შემდეგ ვინმეს დავავალო იმამის როლი, ხოლო თავად მივიდე ხალხთან ერთად, რომლებიც ატარებენ შეშის კონებს, იმ ადამიანებთან, ვინც [გუნდურ] ლოცვაზე [გასამართლებელი მიზეზის გარეშე] არ გამოცხადდნენ, და მათი სახლები ცეცხლში დავწვა».შეთანხმებული
მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».رواه أبو داود والنسائي وأحمد
გადმოცემულია მა'დაან, იბნ აბი ტალჰა ალ-ია'მარისგან,
მან თქვა: "ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".გადმოსცა მუსლიმმა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».შეთანხმებული