40 hadiths
ჯააბირ იბნ აბდულლაჰი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე.
ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში.
ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
აბდულლაჰ იბნ სალაამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა მედინაში, ხალხი მის შესახვედრად დაიძრა. ამბობდნენ: შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა (სამჯერ). მეც ხალხთან ერთად წავედი, რომ მენახა იგი. როდესაც მის სახეს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე. და პირველი, რაც მისი მხრიდან მოვისმინე, იყო მისი სიტყვები: «ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა