Hadith for the World
ლოცვა (ნამაზი)

მლოცველის შეცდომები

5 hadiths

5 hadiths

გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ამბობდა: «ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან».გადმოსცა მუსლიმმა
عن أنس بن مالك رضي الله عنه أن النبي صلى الله عليه وسلم رأى نُخْامَة في القِبْلَة، فَشَقَّ ذلك عليه حتى رُئِي في وجْهِه، فقام فَحَكَّه بِيَده، فقال: «إن أحدكم إذا قام في صلاته فإنه يُنَاجِي رَبَّه، أو إن رَبَّه بينه وبين القِبْلَة، فلا يَبْزُقَنَّ أحدُكم قِبَل قِبْلتِه، ولكن عن يَسَاره أو تحت قَدَمَيه» ثم أخذ طَرف رِدَائِه، فَبَصَقَ فيه ثم ردَّ بَعْضَهُ على بعض، فقال: «أو يفعل هكذا».متفق عليه
ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]შეთანხმებული
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».გადმოსცა იბნ მააჯამ