15 hadiths
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაში თაქბირს ამბობდა, მცირე ხნით ჩუმდებოდა, სანამ კითხვას დაიწყებდა. მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, მამაჩემი და დედაჩემი იყოს შენს სანაცვლოდ, რას ამბობ იმ დროს, თაქბირსა და კითხვას შორის რომ ჩუმდები?" მან უპასუხა: «ვამბობ: ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო, ალლაჰ განმბანე ჩემი ცოდვებისგან თოვლით, წყლით და სეტყვით».შეთანხმებული
მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».رواه أبو داود والنسائي وأحمد
გადმოცემულია აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილასგან, რომელმაც თქვა: შემხვდა ქა'ბ იბნ 'უჯრა, და თქვა: გინდა რომ გაჩუქო საჩუქარი? ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.შეთანხმებული
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალლაჰს შეაქებს და წარმოთქვამს ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, და ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, რაც ჯამში 99 გამოდის, და შემდეგ დაამატებს: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰუ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ ვაჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადირ (არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და მას ყველაფრის ძალა აქვს), მის ცოდვებს ალლაჰი მიუტევებს, თუნდაც ისინი ზღვის ქაფივით ბევრი იყოს».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია იბნ აბუ აუფასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა, ო, ალლაჰო, ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, რომელიც ავსებს ცას, დედამიწას და ყველაფერს, რაც შენ ისურვე ამის შემდეგ» / სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ, მილ'ა სსამაავაათი ვა მილ'ალ არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ/.გადმოსცა მუსლიმმა