Hadith for the World
ლოცვა (ნამაზი)

ლოცვის აუცილებლობა და მისი მიმტოვებლის განაჩენი

5 hadiths

5 hadiths

გადმოცემულია 'ამრ იბნ შუ'აიბისგან მისი მამისგან მისი ბაბუისგან, რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში».გადმოსცა აბუ დაუდმა
გადმოცემულია ბურაიდა იბნ ალ-ჰუსაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: იჩქარეთ ნაშუადღევის ლოცვის შესრულება, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება».გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».შეთანხმებული
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა): «ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა». {და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად} [ტაჰა: 14]შეთანხმებული
ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება».გადმოსცა მუსლიმმა