126 hadiths
გადმოცემულია აბდურრაჰმან იბნ აბი ლაილასგან, რომელმაც თქვა: შემხვდა ქა'ბ იბნ 'უჯრა, და თქვა: გინდა რომ გაჩუქო საჩუქარი? ჭეშმარიტად მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, და ჩვენ ვუთხარით: "ო, ალლაჰის მოციქულო, უკვე ვიცით, როგორ მოგესალმოთ, მაგრამ როგორ ვილოცოთ შენთვის?" მან თქვა: «თქვით: 'ო, ალლაჰ, დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმისა და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული. ო, ალლაჰ, აკურთხე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც აკურთხე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი. ნამდვილად, შენ ხარ ღირსეული და დიდებული». /ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალლაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ/.შეთანხმებული
აბდულლაჰ იბნ სალაამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა მედინაში, ხალხი მის შესახვედრად დაიძრა. ამბობდნენ: შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა (სამჯერ). მეც ხალხთან ერთად წავედი, რომ მენახა იგი. როდესაც მის სახეს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე. და პირველი, რაც მისი მხრიდან მოვისმინე, იყო მისი სიტყვები: «ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
გადმოცემულია სა'დ ბინ აბი ვაყყაასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მუეზინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/გადმოსცა მუსლიმმა