Hadith for the World
Tap the image to view it full size
ღირსება და ეთიკა

ან-ნავვაას იბნ სიმ'აან ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისი კთმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მან თქვა:

Available in 62 languages
«ან-ნავვაას იბნ სიმ'აან ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისი კთმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მან თქვა: ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკითხვა იქნა დასმული სიკეთეზე და ცოდვაზე, და მან უპასუხა: სიკეთის უდიდესი თვისებებია: ალლაჰის მიმართ კარგი ზნეობა – რაც გამოიხატება ღვთისმოშიშებაში (თაყვანისცემაში, მორჩილებაში და ცოდვებისგან თავის შეკავებაში); ადამიანებთან კარგი ზნეობა – რაც მოიცავს: მათი ტკივილის ატანას, გაბრაზებისგან თავის შეკავებას, კეთილგანწყობილ სახეს, სასიამოვნო სიტყვებს, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, მორჩილებას, სიკეთესა და კეთილშობილებას, რბილობას და კეთილგანწყობას, კარგი ურთიერთობებისა და ამხანაგობის შენარჩუნებას. რაც შეეხება ცოდვას, ის არის ის, რაც შინაგანად იწვევს მღელვარებასა და გაურკვევლობას, რაც გულში ეჭვს იწვევს და შიშს ბადებს, რომ ეს შესაძლოა ცოდვა იყოს. ცოდვა ის არის, რაც ადამიანს არ სურს, რომ გამოჩნდეს, რადგან იგი მახინჯი და სამარცხვინოა კეთილშობილთა, პატივსაცემთა და სრულყოფილ ადამიანთა თვალში, ეს იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა, რომ მას სურს, ხალხმა მისი სიკეთე იხილოს, ხოლო როდესაც არ სურს, რომ მათ მისი კონკრეტული ქმედება დაინახონ, ეს ნიშნავს, რომ ის ცოდვაა და მასში სიკეთე არ არის.

Source
გადმოსცა მუსლიმმა
Download image

Saved at original quality