35 hadiths
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».გადმოსცა მუსლიმმა
გადმოცემულია აბუ მას'უუდ ალ ანსაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთხელ ერთი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ჩემი სატრანსპორტო პირუტყვი მოკვდა და, მომეცი (სხვა ცხოველი)". მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უთხრა: «მე არა მყავს» შემდეგ (ერთმა) კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივუთითებ მას იმაზე, ვისაც შეუძლია მისცეს მას (ცხოველი)", და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს».გადმოსცა მუსლიმმა