Hadith for the World
Tap the image to view it full size
ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

Available in 49 languages
«გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: «ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა».»

Meaning translation ·

Explanation

The meaning in a few plain lines

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულო გახადა ფიტრის მოწყალების გაცემა რამადანის შემდეგ, ერთი სა'-ის ოდენობით, რომლის წონაც ოთხი მუდდას ტოლია. მუდდი – ეს არის საშუალო ხელისგულებით აღებული სრული რაოდენობა ქიშმიშის, ფინიკის ან ქერის. ზაქათ ალ-ფითრი სავალდებულოა ყოველი მუსლიმისთვის: თავისუფლისა თუ მონისთვის, მამაკაცისა თუ ქალისთვის, პატარას თუ დიდისთვის. ეს ვალდებულებაა იმისთვის, ვისაც აქვს იმდენი, რომ ერთი დღის და ღამის საარსებო მინიმუმზე მეტი გააჩნია – როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათთვის, ვინც მის მეურვეობაშია. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს, სანამ ხალხი ბაირამის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა.

Source
შეთანხმებული
Download image

Saved at original quality