ღირსება და ეთიკა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
Available in 62 languages
«აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».»Meaning translation ·
Saved at original quality







